ეკონომიკა
ისრაელური ინვესტიციით ბორჯომში სასტუმრო გაიხსნა
დღეს ბორჯომში ისრაელური ინვესტიციით აშენებული ფეშენებელური სასტუმრო „ფარადაიზ ბორჯომი“ გაიხსნა. მფლობელია საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის წევრი კომპანია „შავით ენდ როზენ“, რომელმაც სასტუმროში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
სასტუმროში, რომელიც ქალაქის ცენტრალურ პარკთან მდებარეობს, 24 ნომერია. ნომრები ადაპტირებულია 2, 4 და 6 ადამიანზე.
სასტუმრო სტუმრებს 15 აგვისტოდან მიიღებს. დღეს მის გახსნას მფლობელებთან - იცხაკ შავითთან და ბენი როზენთან ერთად, ისრაელიდან სტუმრები და საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე ესწრებოდნენ.
კომპანია „შავით ანდ როზენ“ კიდევ ერთი სასტუმროს აშენებას კვარიათში აპირებს. ამასთან, კომპანიას საქართველოში ისრაელიდან ყველწლიურად ათასზე მეტი ტურისტი შემოყავს.
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელის იციკ მოშეს განცხადებით, თუ იქნება ქართული და ისრაელის მხარეების აქტიურობა, შესაძლებელია, ინვესტიციების გაორმაგება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ უნდა დაიცვას უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებით რეგიონებში, ვინაიდან პოტენციალიდან გამომდინარე, დიდია ინვესტიციის ახალი ნაკადების მოზიდვის შესაძლებლობები.
საკვანძო სიტყვები:
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
27 თებერვალი, 2026 , 12:06
იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.2 პროცენტით შემცირდა -საქსტატი
13 თებერვალი, 2026 , 12:30
2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
20 იანვარი, 2026 , 13:41
„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 4 მილიარდ დოლარამდე ეკვივალენტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზება - მოჰამედ ალაბარი
14 იანვარი, 2026 , 08:54
ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
31 დეკემბერი, 2025 , 12:27
ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსზე“ - მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს
29 დეკემბერი, 2025 , 10:09


