მოზაიკა
„ისრაელის სახლმა“ საერთაშორისო ფოტოკონკურსში გამარჯვება მოიპოვა
„ისრაელის სახლის“ მიერ წარდგენილი ფოტონამუშევრები საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა. ორგანიზაციამ ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციიათან (AEPJ), საქართველოს კულტურის სამინისტროსთან და ევროკავშირის პროგრამა Creative Europe-სთან თანამშრომლობით, მონაწილეობა მიიღო ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველ ღია ფოტო კონკურსში, რომელიც Parallel Traces-ს ფარგლებში ჩატარდა. „ისრაელის სახლმა“ კონკურსში წარადგინა 20 ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევრები.
ფოტოები 12 წევრისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასა. მის შემადგენლობაში იყვნენ ფოტორაფიის, აუდიოვიზუალურ საშუალებათა და ებრაული მემკვიდრეობის ექსპერტები. საქართველოდან ჟიურის წევრები იყვნენ „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე და AEPJ-ის მიერ პროფესიონალ ფოტოხელოვანებისთვის რამდენიმე თვის წინათ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული დინა ოგანოვა.
ჟიურის მიერ ფოტონამუშევრების დაწვრილებითი განხილვის შემდეგ გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული. საქართველოს წარმომადგენლის ცოტნე წერეთლის ნამუშევრებმა გაიმარჯვეს ნომინაციაში „სურათი ისტორიით“. ამავე ნომინაციში გაიმარჯვა, აგრეთვე ,პოლონეთის წარმომადგენელმა ვიტია ფრანკმა. ნომინაციაში „არსებობა თანამედროვეობაში“ გაიმარჯვეს ესპანეთისა და პოლონეთის წარმომადგენლებმა.
გამარჯვებულებს ჯილდოს სახით გადაეცათ ფულადი საჩუქარი.
მათი ნამუშევრები გამოიფინება Parallel Traces-ს გამოფენებზე ევროპის მასშტაბით. თავად ფოტოხელოვანები გაემგზავრებიან ერთ-ერთ პარტნიორ ქალაქში და გამოფენაზე წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.
Parallel Traces საერთო ევროპული პროექტია, რომელიც სთავაზობს ებრაული მემკვიდრეობის ახლებურ ხედვას. მასში გაერთიანებულია ევროკავშირის წევრი 5 ქვეყანა და ორი ქვეყანა, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი. პროექტს ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციია (AEPJ) ხელმძღვანელობს.



საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


