ეკონომიკა
ისრაელელი და ქართველი ბიზნესმენები იერუსალიმში ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებენ
„მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ისრაელური ინვესტიციები გაყინულია, მინდა წარმოგიდგინოთ უკვე მზა პროექტები, რომელთა განხორციელება ისრაელური ინვესტიციით თბილისში სულ მალე დაიწყება“, – ამის შესახებ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ ისრაელში ბიზნესფორუმის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა. ისრაელში ბიზნესფორუმის ღონისძიებას თბილისის მერი და ქართული დელეგაციაც დაესწრო. იციკ მოშეს თქმით, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თაოსნობით, იერუსალიმში პირველად განხორციელდება ინვესტიცია ქართველი ბიზნესმენების მონაწილეობით – ებრაელი და ქართველი ბიზნესმენები ისრაელის დედაქალაქის ცენტრში ააშენებენ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს. „უახლოესი მომავლისთვის დაგეგმილი პროექტების ჯამური მოცულობაა 100 მილიონი დოლარი. ესაა ახალი ინვესტიცია, ახალი სახეები, ახალი ინვესტორები“, – განაცხადა ბიზნესფორუმზე იციკ მოშემ. მისივე თქმით, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ორგანიზებით, 8-9 სექტემბერს თბილისს ისრაელის დელეგაცია ეწვევა. ისინი თბილისში ადგილობრივ პარტნიორებს შეხვდებიან, ისრაელიდან ასევე ჩამოვა მედიაჯგუფი, რომელიც თბილისის ტურისტულ პოტენციალს და მიმდინარე პროექტებს და პროგრამებს გაეცნობა. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ორგანიზებითა და ისრაელში საქართველოს საელჩოსა და ქნესეთის მხარდაჭერით, 17-18 აგვისტოს გაიმართა თბილისის მერის დავით ნარმანიას ოფიციალური ვიზიტი ისრაელში. თბილისის მერმა შემდეგი შეხვედრა იერუსალიმის მერთან, ნირ ბარკათთან გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.“ჩემი ვიზიტი ემსახურება სამ მიმართულებას: პირველი არის ინვესტიციის მოზიდვა და კონკრეტული პროექტების განხორციელება, მეორე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და მესამე, მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა. დედაქალაქის კარი ღიაა ინვესტორებისთვის, მე პირადად ვარ გარანტი, რომ ხელი შეეწყობა პროექტების განხორციელებას. გვერდში დავუდგები თითოეულ ინვესტორს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. ნირ ბარკათი თბილისის საინვესტიციო გარემოთი, ტურიზმითა და სამედიცინო სფეროთი დაინტერესდა.ბიზნეს ფორუმი, რომელსაც ესწრებოდა ასამდე ისრაელელი, ამერიკიდან და გერმანიიდან ჩამოსული ებრაელი ბიზნესმენი, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის ბიზნესპროექტები, რომელთა განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება. „მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ისრაელური ინვესტიციები გაყინულია,
ინდა წარმოგიდგინოთ უკვე მზა პროექტები, რომელთა განხორციელება ისრაელური ინვესტიციით თბილისში სულ მალე დაიწყება. ესენია: სასტუმრო „გერგეთი“ – დაიწყება 9/2015 – მოცულობა 25 მლნ დოლარი; სასტუმრო „Art Hotel“ – 9/2015 – 12 მლნ დოლარი; სასტუმრო-ბუტიკი “რუსთაველი” – 9/2015 – 5 მლნ დოლარი; სასტუმრო აპარტამენტები – 12/2015 – 7 მლნ დოლარი სასტუმრო და ბიზნეს ცენტრი – 12/2015 – 20 მლნ დოლარი; მოდერნიზებული სამრეცხაო – 9/2015 – 2.5 მილიონი დოლარი; Hi-Tech-ის პირველი ისრაელური ექსელერატორი საქართველოში.“
საკვანძო სიტყვები:
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
27 თებერვალი, 2026 , 12:06
იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.2 პროცენტით შემცირდა -საქსტატი
13 თებერვალი, 2026 , 12:30
2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
20 იანვარი, 2026 , 13:41
„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 4 მილიარდ დოლარამდე ეკვივალენტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზება - მოჰამედ ალაბარი
14 იანვარი, 2026 , 08:54
ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
31 დეკემბერი, 2025 , 12:27
ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსზე“ - მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს
29 დეკემბერი, 2025 , 10:09


