რეგიონები
ისეთი კვამლი დგება ხოლმე, რომ გახედვაც ჭირს - ქუთაისში დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებმა კომპანია „ჯეო ინტერპრაიზის“ საქმიანობა გააპროტესტეს
ქუთაისში, დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებმა ამავე ტერიტორიაზე მდებარე ქარხანა „ჯეო ინტერპრაიზის“ მუშაობა გააპროტესტეს. როგორც ადგილობრივებმა „ქუთაისი პოსტს“ განუცხადეს, ქარხნიდან გამონაბოლქვი გამოდის, რომელიც ჰაერს აბინძურებს. მათი თქმით, ეს მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
„ყოველ დღე, დღის ან საღამოს საათებში ისეთი კვამლი დგება ხოლმე, რომ გახედვაც ჭირს. ვსუნთქავთ არაჯანსაღ ჰაერს, რაც შესაძლოა, ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს“, - განაცხადა დადიანის ქუჩის მაცხოვრებელმა, იზოლდა გოგალაძემ.
ადგილობრივების ვარაუდით, ქარხანას არ აქვს დამონტაჟებული ფილტრები, რომლებიც გამონაბოლქვის გამოდინებას შეაფერხებდა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოსთხოვეს, დაინტერესდეს ამ პრობლემით, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების გაგრძელებითა და ქარხანასთან მისასვლელი გზის გადაკეტვით დაემუქრნენ.
რაც შეეხება „ჯეო ინტერპრაიზის“ პოზიციას, კომპანიის ხელმძღვანელობა კომენტარს 9 ოქტომბერს გააკეთებს.
ქუთაისში, დადიანის # 88- ში მდებარე ქარხანაში სულ სამი წარმოება მუშაობს. ერთ- ერთში ე.წ. წიდას გადამუშავება ხდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


