უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

28 დეკემბერი, 2017 12:50
font-size

იმერეთის რეგიონში ფერმერებს სასათბურე კლასტერის პროექტი გააცნეს

წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან ოთარ შამუგიასთან ერთად, იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ფერმერებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე შეკრებილ პირებს სასათბურე კლასტერის პროექტი წარუდგინა და მის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასათბურე კლასტერების პროექტის განხორციელება 2018 წლისთვის იგეგმება და ითვალისწინებს იმერეთის რეგიონში აგროზონის შექმნას, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით მსხვილი სასათბურე კლასტერი აშენდება. პროექტი მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოს ტრადიციული საექსპორტო დარგის, კერძოდ სასათბურე სექტორის (მწვანილის და სასათბურე ბოსტნეულის) საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირებას და შედეგად საექსპორტო შემოსავლების ზრდას, ტრადიციული საექსპორტო დარგებისათვის ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობას და შედეგად საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას; ქვეყნის მასშტაბით სასათბურე სექტორის მოდერნიზაციისა და ცოდნის გაზიარების ნიმუშის, ასევე იმერეთის ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების წინაპირობების შექმნას;

პროექტში მონაწილეობის მიღება შეეძლება საქართველოს ყველა მოქალაქეს და ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყველა იურიდიულ პირს. პროექტში მონაწილე პირებმა უნდა უზრუნველყონ მიღებულ მიწის ნაკვეთზე სასათბურე ფართის აშენება არანაკლენ 0.1 ჰა-ზე და არაუმეტეს 5 ჰა-ზე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტის განხორციელებისას სახელმწიფო უზრუნველყოფს იმერეთის აგროზონის ტერიტორიაზე: გზის, კომუნიკაციის საშუალებების (ელექტროენერგია, წყალი, გაზი) მიყვანას.

იმერეთის აგროზონის ტერიტორიაზე დამოუკიდებელ სუბიექტად წარმოდგენილი იქნება საექსპორტო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს, ტერიტორიაზე დახარისხება, გაყინვა, შეფუთვისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული შენობა/ნაგებობის შექმნას.

პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილია 100 მილიონი ლარის ინვესტიცია, რის შედეგადაც ქვეყანაში საეთაშორისო სტანდარტის მქონე სასათბურე მეურნეობის კლასტერული მოდელი და სატვირთო გადაზიდვების ტერმინალი (კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტში) შეიქმნება, რომელიც თავის მხრივ დამატებით შესაძლებლობას გაუჩენს სხვა საექსპორტო პროდუქციასაც.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო “აწარმოე საქართველოში - ბიზნესის” ფარგლებში ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი