უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

17 ივნისი, 2017 14:35
font-size

იმერეთი ნამდვილად არის საქართველოს განსაკუთრებული რეგიონი, განსაკუთრებული შესაძლებლობებით - გიორგი კვირიკაშვილი

უდიდესი გრძნობაა, როდესაც ჩვენი დიდი მწერლის, დავით კლდიაშვილის ეზოში დგახარ, იმერეთის ამ ულამაზეს სოფელში,- ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თერჯოლაში, კერძოდ, სოფელ ზედა სიმონეთში მიმდინარე სახალხო ზეიმის მონაწილეებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმერეთი ნამდვილად არის საქართველოს განსაკუთრებული რეგიონი, განსაკუთრებული შესაძლებლობებით და ყველა შესაძლებლობა სათანადოდ უნდა იყოს გამოყენებული.

„მოხარული ვარ, რომ აქ ასეთი განწყობაა. უდიდესი გრძნობაა, როდესაც ჩვენი დიდი მწერლის, დავით კლდიაშვილის ეზოში დგახარ, იმერეთის ამ ულამაზეს სოფელში. მინდა, მოგესალმოთ, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც დღეს ასეთი განწყობა შექმნა. მადლობა ელგუჯა გოცირიძეს და ახალგაზრდებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს დღევანდელი დღის მოწყობაში.

იმერეთი ნამდვილად არის საქართველოს განსაკუთრებული რეგიონი, განსაკუთრებული შესაძლებლობებით და ჩვენი მოვალეობაა, ყველა ეს შესაძლებლობა სათანადოდ ავითვისოთ.

საქართველოს ინფრასტრუქტურული სივრცითი განვითარების პროგრამა მოიცავს ყველა რეგიონს, ყველა სოფელს და გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ყველა წერტილში უნდა იყოს ადვილი მისვლა და უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა ძირითადი მომსახურება, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს.

იმერეთს აქვს განსაკუთრებული შესაძლებლობა ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მისი გამორჩეული ადამიანებით და რა თქმა უნდა, გეოგრაფიული მდებარეობით. ის არის დამაკავშირებელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთის და სამხრეთის“,- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქუთაისი ყალიბდება, როგორც ცენტრი საქართველოსი, საიდანაც საქართველოს ნებისმიერ წერტილში ძალიან მარტივი იქნება მისვლა.

„ეს რა თქმა უნდა, გულისხმობს ყველა ადგილას, მათ შორის, ამ ულამაზეს ადგილას ტურიზმის შესაძლებლობის განვითარებას, რაც თავისთავად ნიშნავს საქართველოს ყველა ოჯახში უფრო მეტ შემოსავალს და უფრო წელგამართულ ქართულ ოჯახს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ სწრაფად ვახორციელებთ ამ პროგრამას“,- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, თერჯოლაში 8 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა - 26 კილომეტრი გზა მოეწყო, თანამედროვე სტანდარტების 5 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, აღდგა გალერეა, საგამოფენო სივრცე,

თუმცა, კვირიკაშვილის თქმით, ეს ყველაფერი არ არის.

„ჩვენ წინ გვაქვს ძალიან საინტერესო პროგრამები. ყველაზე მთავარია ადამიანების მომზადება იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ფეხი აუწყონ თანამედროვე ცხოვრებას და არა მხოლოდ ფეხი აუწყონ, არამედ საქართველოს მისცენ განვითარების ძალიან დიდი ბიძგი.

სწორედ ამიტომ, ჩვენ პირველ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ განათლების სისტემის განვითარება. ეს არის უმაღლესი განათლება იმ მიმართულებებში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და პროფესიული განათლების პრესტიჟის აღდგენა და განვითარება.

სახელმწიფო დღეს უზრუნველყოფს უფასო პროფესიულ განათლებას ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სხვადასხვა მიმართულებით, ყველაზე მთავარი მაინც არის ერთი რამ - ეს არის ადამიანების განწყობა და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.

ამას ვხედავ დღეს მე ზედა სიმონეთში და ეს არის ყველაზე მთავარი, ჩვენმა ერმა, ქართველმა ხალხმა შეძლოს კონსოლიდაცია, ერთად დგომა, ერთმანეთის მეტი სიყვარული და ჩვენი ქვეყნის წინ წაწევა. ეს არის ყველაზე მთავარი.

დღევანდელი დღე ყველაზე მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ის დახარჯული თანხები და ინფრასტრუქტურის განვითარება, მაგრამ ჩვენ ადამიანების გულები თუ არ გავაერთიანეთ, ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ.

გამართული ინფრასტრუქტურა, აღორძინებული ადგილობრივი ტრადიციული წარმოებები და მომზადებული ადამიანები და ამ ყველაფერთან ერთად ადამიანების განწყობა და ერთმანეთისადმი სიყვარული არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს. სწორედ ამიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ და სწორედ ამიტომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და იმ ამაღლებულ განწყობას, რომელიც ყველა ჩვენგანს დღეს აქ გააჩნია“,- განაცხადა პრემიერმა.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი