უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

24 დეკემბერი, 2025 17:55
font-size

„იგლ ჰილსის“ ქართული პროექტი რიგ ქვეყნებში ამ კომპანიის პროექტებისგან განსხვავებულია იმით, რომ სახელმწიფო არც ფინანსურ და არც სხვა სახის ვალდებულებებში არ შესულა ინვესტორთან - მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ აქცენტს აკეთებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვაზე. მინისტრის შეფასებით, მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებულია, რადგან ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ქვეყანაში ისტორიული მოცულობის – 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის შემოტანა. ამ თემაზე მარიამ ქვრივიშვილმა ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე „ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში” ისაუბრა.

„ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცნობილი ჯგუფი, კომპანია „იგლ ჰილსი“ იწყებს პროექტის განხორციელებას ორ ძირითად ლოკაციაზე – ეს არის გონიო და დედაქალაქი, სადაც, ფაქტობრივად, ორი ახალი დანიშნულების, მულტიკომპლექსური ადგილი განვითარდება, რომელიც გააერთიანებს განთავსების ობიექტებს, სარესტორნო სივრცეებს, სასტუმროებს, ასევე საცხოვრებელ სივრცეებს“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და არ არსებობს არავითარი რისკები, რაზეც ხშირად სპეკულირებენ.

„ბევრი სპეკულაცია ისმის ამ პროექტის გარშემო და, სამწუხაროდ, ხშირია, როდესაც კარგი საქმე კეთდება, მაქსიმალურად არის ხოლმე მცდელობა, ის გადაიფაროს. ამიტომ, რაღაც ეტაპამდე დაგვჭირდა იმის ახსნა, რომ ეს არის კარგი საქმე და არავითარი რისკები ამ პროექტში არ არის. პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ სახელმწიფოს არავითარი ფორმით არ აუღია რაიმე ფინანსური ვალდებულება და არც ფინანსური გარანტია მიუცია ინვესტორისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ის ახორციელებს უპრეცედენტო ინვესტიციას. ხაზგასასმელია, რომ რიგ ქვეყნებში, სადაც იგივე კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს, მაქსიმალური ვალდებულებებით არის დატვირთული სახელმწიფოს მხარე, თუმცა, ქართული პროექტი ნამდვილად განსხვავებულია იმით, რომ სახელმწიფო არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა სახის ვალდებულებებში არ შესულა ინვესტორთან“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო იქნება თანაპარტნიორი საერთო საწარმოში, 33-პროცენტიანი წილით, რაც, დამატებითი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისთვის, მიიღოს კიდევ უფრო მეტი შემოსავალი.

„პროექტის დადებითი ეფექტები ძალიან ბევრია, მათ შორის, ხაზგასასმელია და მთავარი ის, რომ დაახლოებით 11 მილიარდი ლარის ეკონომიკური სარგებელი ექნება ჩვენ ქვეყანას, დაახლოებით 25 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება მშენებლობის დაწყების დღიდან და მერე უკვე დაახლოებით 8 000 სამუშაო ადგილი გვექნება გონიოსა და დედაქალაქში, როცა პროექტი ოპერირებას დაიწყებს. მას მერე, რაც მშენებლობა დაიწყება, ყოველწლიურად, ბიუჯეტი, სულ მცირე, 500 მილიონ ლარს მიიღებს მხოლოდ გადასახადების სახით, ხოლო პროექტის სრულად კომერციულ ოპერირებაში გაშვების შემდეგ სახელმწიფოს 33 პროცენტი წილის პროპორციული დივიდენდი, ყოველწლიურად, იქნება 200 მილიონი ლარი“, – განმარტა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი ასევე გამოეხმაურა სპეკულაციებს ე.წ. „არაბიზაციის“ შესახებ.

„ბევრი სპეკულაცია ისმის ამის თაობაზე და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ – არავითარი კავშირი ინვესტიციას მიგრაციის ზრდასთან არ აქვს, ასევე არავითარი კავშირი არ იქნება, მათ შორის, ბინებისა თუ აპარტამენტების გაყიდვასა და ბინადრობის უფლების მინიჭებას შორის, ეს ძალიან მკაფიო და ცალსახა პოზიციაა არავითარი ამის მსგავსი არსებულ ხელშეკრულებაში არ წერია“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საკვანძო სიტყვები:

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

27 თებერვალი, 2026 , 12:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.9 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2026 წლის იანვარში, წინა წლის

იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.2 პროცენტით შემცირდა -საქსტატი

13 თებერვალი, 2026 , 12:30

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 597.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდ

2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

20 იანვარი, 2026 , 13:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 25 820.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.1 პროცენტით მეტია. ა

„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 4 მილიარდ დოლარამდე ეკვივალენტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზება - მოჰამედ ალაბარი

14 იანვარი, 2026 , 08:54

„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება. საუბარია 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე, – ს

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

31 დეკემბერი, 2025 , 12:27

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო

ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსზე“ - მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს

29 დეკემბერი, 2025 , 10:09

მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია „იგლ ჰილსის“, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში,  მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი