უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

28 ოქტომბერი, 2016 13:50
font-size

გვეუბნებიან გატარება ორშაბათამდე არ დაიწყებაო - საქართველოს მოქალაქე სარფში

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, თურქეთის მიმართულებით ავტომობილებისა და მზგავრთა გატარება კვლავ შეფერხებულია.

როგორც თურქეთის გენერალურმა კონსულმა მედიას განუცხადა, შექმნილი ტექნიკური ხარვეზი დღის ბოლომდე აღმოიფხვრება.

თუმცა, საბაჟოსთან მყოფი მოქალაქეები, რომლებიც მეორე დღეა თურქეთის ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობენ, აცხადებენ, რომ მათთვის გახდა ცნობილი, რომ გატარება სულ მცირე ორშაბათამდე ვერ მოხდება.

„გუშინდელის მერე ველოდებით გადასვლას. თუმცა იმედი არ მაქვს. გვითხრეს, ორშაბათს გაიხსნება და გადახვალ ჩვეულებრივადო, სხვა არაფერი ვიცი. თურქეთის საბაჟოს აქვს პრობლემაო. ID ბარათს ვერ ატარებს, კომპიუტერი არის გათიშული. იქედან ხალხი შემოდის, აქედან ვერ გადის,“- განუცხადა ჟურნალისტებს მოქალაქე ლაშა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ სარფის გამშვებ პუნქტზე შეფერხება 26 ოქტომბრის საღამოს შეიქმნა.

თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, მსგავსი პრობლემა თურქეთის ყველა გამშვებ პუნქტზეა შექმნილი, მათ შორის საერთაშორისო აეროპორტშიც.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი