უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

28 თებერვალი, 2025 11:41
font-size

გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული ტრაილერები, ჯამში 10 000 ყუთი, ეს პროდუქტები და მედიკამენტები დაურიგდება იმ მოსახლეობას, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება - ლევან ჟორჟოლიანი

გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული ტრაილერები, ეს პროდუქტები და მედიკამენტები დაურიგდება იმ მოსახლეობას, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გურიაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული 10 000 ყუთის დასარიგებლად ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში შესაბამისი ბაზებია მოწყობილი, საიდანაც ლოჯისტიკური მომსახურება ხორციელდება.

„ჩამოვიდა პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული ტრაილერები, სამივე მუნიციპალიტეტში. 4 000 ყუთია განკუთვნილი ოზურგეთისთვის, ხოლო 3 000 ჩოხატაურისთვის და 3 000 ლანჩხუთისთვის. თუ საჭიროება იქნება, დაემატება რაოდენობა, შესაბამისად, ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. ეს პროდუქტები დაურიგდება იმ მოსახლეობას, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება. ასევე გვაქვს დიდი რესურსი მედიკამენტების მიმართულებითაც. მოწყობილი გვაქვს ბაზები 6-7 ლოკაციაზე, საიდანაც ხდება ლოჯისტიკური მომსახურება,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი