რეგიონები
გურიის დენდროლოგიურ პარკში ციხისძირიდან კიდევ 6 გიგანტურ ხეს გადარგავენ
ციხისძირში დღეს დილიდან სპეციალური ტექნიკა მუშაობს და ევკალიპტისა და მაგნოლიას ჯიშის ხეებს გადასარგველად ამზადებენ. არსებული ინფორმაციით, ციხისძირიდან, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გურიის დენდროლოგიურ პარკში კიდევ 6 გიგანტურ ხეს გადარგავენ.
სამუშაოებს კომპანია ,,ზიმო’’ აწარმოებს, რომელიც ექვს ხეს უკვე გადარგული ასწლოვანი ტიტას ხის გვერდით, ახალი დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე გადაიტანს.
დღეს ციხისძირში იმყოფებოდნენ ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები, მათ ხეების გადარგვის პროცესი გააპროტესტეს.
როგორც პარტიის აჭარის ორგანიზაციის წევრმა, რეზო ხარაზმა აღნიშნა, ხეეების გადასატანად მილიონით ლარის ღირებულების სამუშაობები მიმდინარეობს.
,,არჩევნების შემდგომ ბიძინა ივანიშვილმა გააგრძელა თავისი ახირებების განსახორცილებელად უფრო ფართო მასშტაბებით მუშაობა. ეს არის მაგალითი კიდევ ერთხელ იმის, რომ ივანიშვილი ფიქრობს მხოლოდ თავის თავზე და თავის ახირებებზე და არა საზოგადოებაზე. ზუსტად 6 ადგილას ციხისძირში ამჟამად მიდის მილიონობით ლარის ღირებულების სამუშაოები და ამ ყველაფერში იხარჯება კოლოსალური თანხები და ამ ყველაფერს ხარჯავს ქვეყნის რეალური მმართველი’’, - აცხადებს რეზო ხარაზი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


