უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

6 ოქტომბერი, 2018 14:40
font-size

გუდაური ახალ ტურისტულ სეზონს მზადყოფნაში უნდა დახვდეს - შალვა კერესელიძე

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ გუდაურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. გუბერნატორმა მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე საკითხებზე იმსჯელა. შალვა კერესელიძემ ახალი ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებული საჭიროებები მოისმინა.

გუბერნატორის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუდაური, როგორც უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე კურორტი ახალი ტურისტული სეზონის დაწყებას მაქსიმალურ მზადყოფნაში შეხვდეს.

„აქ ჩამოსულ ადამიანებს დასვენებისა და განტვირთვისთვის ყველა შესაბამისი პირობა უნდა შევუქმნათ. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ახალი გუდაურის გზის რეაბილიტაციისა და კობი-გუდაურის საბაგირო ტრასის სამშენებლო სამუშაოები, სწორედ ვიზიტორების საჭიროებებზეა მორგებული. მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული, რათა გუდაური ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველად ვაქციოთ“ - განაცხადა სამუშაო შეხვედრაზე შალვა კერესელიძემ.

განსაკუთრებული აქცენტი ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობისა და დასუფთავების საკითხებზე გაკეთდა. დაიგეგმა სამუშაოები, რომელიც გუბერნატორის ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და კერძო სექტორის კოორდინირებული მუშაობით უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი