რეგიონები
გორში სინაგოგა გაქურდეს
გორში სინაგოგა გაქურდეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ნაწილობრივ მოპარული და ნაწილობლივ განადგურებულია ხბოს ტყავზე შესრულებული ხელნაწერის სეფერთორები.
,,დანაკარგი ძირითადად ეს არის ხელნაწერები, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის ყველაზე დიდი საგანძური ყველა ებრაელისთვის. ნაწილი აღმოჩნდა ციხის ძირში დაყრილი და ის არის ფაქტობრივად განადგურებული, წვიმამ დაასველა, ნაწილი კი, არ ჩანს’’, - ამბობს ადგილობრივი სიმონ დავითაშვილი.
რეგიონი, თხილი, სემინარი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში თხილის მწარმოებელი ფერმერებისთვის სემინარი ჩატარდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ფერმერებისთვის თხილის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ სემინარი ჩაატარა.
სამინისტროს ცნობით, სემინარზე თხილის მწარმოებელმა ფერმერებმა მცენარეთა დაცვის აქტუალურ საკითხებზე, თხილის მავნებელ დაავადებებზე და მათ წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდებზე მიიღეს ინფორმაცია. გარდა ამისა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა სემინარის მონაწილეებს თანამედროვე ორგანული და მინერალური სასუქების, მიკროელემენტების შემცველი პრეპარატების გამოყენების რეგლამენტები, ასევე, თხილის გასხვლა-ფორმირების, თხილის ბაღის გაშენებისა და მოვლის აგროწესები გააცნეს და ფერმერებს თხილის მავნე ორგანიზმებისაგან დაცვის ფენოკალენდარული სქემები გადასცეს.
სემინარის ფარგლებში, ფერმერებმა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებთან ერთად, მიმდინარე წელს თხილის დაბალი და უხარისხო მოსავლის მიღების მიზეზებსა და სამომავლო ღონისძიებებზე იმსჯელეს.
ნინო ექვთიმიშვილი
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


