რეგიონები
გორში ა(ა)იპ-ების გაერთიანების საჭიროების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნა
გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების გაერთიანების საჭიროების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება განაპირობა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი თემის - გორის მუნიციპალიტეტის გაერთიანებამ.
„2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციისა და 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს N416 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების დამფუძნებლების უფლებამონაცვლეა მათი შერწყმის შედეგად შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტი, რომელმაც 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტების გაუქმებამდე არსებული ა(ა)იპ-ების გაერთიანება.
შესაბამისად, რეორგანიზაციას დაქვემდებარებული გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ების გაერთიანების საჭიროების შესასწავლად, საფინანსო გაანგარიშების და სადამფუძნებლო დოკუმენტების - წესდებების პროექტების შესამუშაველად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების წარმოსადგენად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
გელა კაპანაძე - გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე (სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე)
თეიმურაზ მანველიშვილი - მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე)
თამარ მაყიშვილი - ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის იურიდიული განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სამუშაო ჯგუფის მდივანი)
ბექა ასანიძე - ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის იურიდიული განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სამუშაო ჯგუფის წევრი)
თეონა თვაური - ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის იურიდიული განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სამუშაო ჯგუფის წევრი)
დალი ტლაშაძე - მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამუშაო ჯგუფის წევრი)
რამაზ შიოშვილი - მერიის განათლების, კულტურის , სპორტის სა ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამუშაო ჯგუფის წევრი)
ნინო ბერიანიძე - მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამუშაო ჯგუფის წევრი)
დავით ჩიხრაძე - მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამუშაო ჯგუფის წევრი)
ეკატერინე კაპანაძე - მერიის ეკონომიკის სამსახურის ქონების განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სამუშაო ჯგუფის წევრი).
ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, თვითმმართველობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2017 წლის არჩევნების შემდეგ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი თემის - გორის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა და გორის მუნიციპალიტეტის მერიად ჩამოყალიბდა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


