რეგიონები
გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 2 მლნ-ანი პროექტი ხორციელდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, წითელუბანსა და შავშვების დევნილთა ჩასახლებაში მისასვლელი გზების ასფალტის საფარით მოწყობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციაპლიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციიღ, პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულებაა 1 855 000 ლარი. სამუშაოები სექტემბერის დასაწყისში დასრულდება.
სოფელ ხურვალეთში მისასვლელი 4 293 გრძ/მ. სიგრძის და 6 მ სიგანის გზის ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარითა და ბორდიურებით მოწყობაა დაგეგმილი. პროექტი სოფელ წითელუბნისა (2197 გრძ/მ) და შავშვების დევნილთა დასახლებაში მისასვლელი (701 გრძ/მ) 2 898 გრძ/ მ. სიგრძის და 6 მ სიგანის გზის ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარით მოასფალტებას ითვალისწონებს.
დაგეგმილია საგზაო მიერთებებზე ასფალტ-ბეტონის საფარისა და ეზოში შესასვლელების, ასევე გზის ორივე მხარეს ბეტონის ჩამკეტებისა და გვერდულების მოწყობა. სამუშაოები, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ სიმონ გულედანმა დაათვალიერეს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


