რეგიონები
გორის მუნიციპალიტეტში ფოლკლორის II საერთაშორისო ფესტივალი დღეს საზეიმოდ დაიხურება
ფოლკლორის ფესტივალს „ლეგენდა მარტვილზე“ უფლისციხემ უმასპინძლა - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგების ინფორმაციით, საკუთარი ქვეყნის ფოლკლორი მუზეუმ-ნაკრძალში იტალიის, ალბანეთის, ბულგარეთის, რუსეთისა და ლიტვის ანსამბლებმა წარმოადგინეს. უცხოურ ფოლკლორთან ერთად უფლისციხეში ქართული ხალხური სიმღერის ხმაც ისმოდა. ქართული ფოლკლორი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანსამბლმა „მაჩაბელამ“ წარმოადგინა. წარმოდგენილი იყო, როგორც ხალხური სიმღერა, ასევე ქორეოგრაფიული ნომრები.
უცხოელ სტუმრებთან ერთად, ფესტივალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მონაწილეებსა და მაყურებლებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა და ორგანიზატორებმა მიმართეს. მათ ფესტივალის მნიშვნელობასა და ქართულ კულტურაზე ისაუბრეს.
ფოლკლორის ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასი და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ჩხოროწყუს, აბაშისა და გორის მუნიციოპალიტეტების გამგეობები.
ფოლკლორის ფესტივალი „ლეგენდა მარტვილზე“ 10 ივლისს მარტვილში საზეიმოდ გაიხსნა. უფლისციხემდე მას ჩხოროწყუმ და აბაშამ უმასპინძლა. დღეს მარტვილში ფესტივალის საზეიმო დახურვა იგეგმება.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


