რეგიონები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სკოლამდელი ასაკის 80-მდე ბავშვი სწავლა-განათლების მიღებას ახალ საბავშვო ბაღში შეძლებს - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, მეურნეობის დასახლებაში, საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. ბაღის გახსნა პატარებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა მიულოცა.
ვარიანის მეურნეობის დასახლებაში უფუნქციოდ დარჩენილი ძველი ორსართულიანი შენობის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 55 055 ლარი შეადგინა. ჩატარდა შენობის სრული რეაბილიტაცია: შეიცვალა სახურავი, განხორციელდა კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, მოეწყო წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემა. საბავშვო ბაგა-ბაღის შენობაში განხორციელდა ინოვაციური პროექტი, რაც ელ. ენერგიაზე მომუშავე გათბობის Heat Life -ის სისტემის მონტაჟს გულისხმობს. გათბობის პროექტის ღირებულება 34 650 ლარია.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


