რეგიონები
გორელები გაზის გაორმაგებული გადასახადების გაპროტესტებას აგრძელებენ
გორელების ნაწილი გაზის გაორმაგებულ გადასახადებს სოკარის გორის ოფისთან დღესაც გააპროტესტებს. აქცია 30 დეკემბერს დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი ეჭვობს, რომ გადასახადები ხელოვნურადაა გაზრდილი.
„გასული წლის დეკემბერში გაზის გადასახადი დაგვერიცხა თითქმის ორმაგი ოდენობით, ანალოგიური სიტუაცია არის გორის მოსახლეობის ძირითად ნაწილში და შესაბამისად, ამიტომ მოჰყვა ჯანსაღი პროტესტი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თეო ბზიშვილმა.
გორელების მოთხოვნაა, კომპანიამ ზედმეტი ხარჯი ჩამოწეროს. ადგილობრივები ითხოვენ, მრიცხველებს ორი კლიტე ჰქონდეს, რათა შემოწმება უფრო გამწვირვალე იყოს.
„მოთხოვნაა, რომ, რა თქმა უნდა, ჩამოეწეროს მოსახლეობას ზედმეტი დავალიანება და გადასახადები უფრო გამჭვირვალე იყოს.
ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ თითოეულ მრიცხველს ჰქონდეს ორი კლიტე, ერთი მოსახლეობის იყოს, ჩვენი გასაღები ჩვენ გვექნება, მეორე - სოკარის. თუ გახსნა იქნება საჭირო, გავხსნათ ერთდროულად და შევამოწმოთ ჩვენი მრიცხველი“, -თქვა ბზიშვილმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


