რეგიონები
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
გონიოში დღეს დილით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
სარფი-გონიოს გზატკეცილზე, სასტუმრო "თემოსთან" ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, "ოპელის" მარკის ავტომობილში მჯდარი ორი მგზავრი ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ,"მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და "ოპელს" შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


