უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

29 აგვისტო, 2017 11:10
font-size

გომარდული იქნება 4 სეზონის კურორტი - ზურაბ პატარაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ შუახევში , კურორტ გომარდულზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. რეგიონის პირველი პირი აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად საავტომობილო გზის ღორექეთი-გომარდულის 4,4 კმ მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყო 70 გრძ/მ გაბიონი, 1170 გრძ/მ რკინაბეტონის კიუვეტი და 27 გრძ/მ ლითონის მილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4400 მ ასფალტობეტონის საფარის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები. ამ გზის 1,5 კმ მონაკვეთზე საფარის მოწყობა 15 სექტემბერს დასრულდება.

„გომარდული იქნება 4 სეზონის კურორტი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ზამთარში ტურისტები კეთილმოწყობილ გარემოში მივიღოთ.

ეს გზა მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. აქ შესაძლებელი იქნება სპორტსმენებისთვის მოსამზადებელი შეკრებების გამართვა. უკვე გამართულია წყალმომარაგების სიტემა და ელექტრომომარაგება. მოეწყობა გარეგანათება. ვმუშაობთ გაზიფიცირებაზე და ახლომომავალში ხეობაში შემოვა ბუნებრივი აირი, რაც იქნება დიდი კომფორტი აქაურებისთვის. ეს ულამაზესი კუთხე მალე გახდება რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი და ადგლობრივები აქტიურად დაკავდებიან ამ სფეროში.“- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ადგილობრივებთან საუბრისას.

აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბუჯეტით შუახევის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია: 9,4 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა , 3 ახალი ხიდის მშენებლობა და 2 არსებული ხიდის რეაბილიტაცია , 41 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა, 15,3 კმ. (5050 კუბ.მ.) ბეტონის საფარის მოწყობა და 22 კმ. სიგრძის სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია;

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი