უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

24 მაისი, 2018 13:45
font-size

გოეთეს ინსტიტუტში სპექტაკლი „შავი ნისლი` გაიმართება

27 მაისს 15:00 საათზე გოეთეს ინსტიტუტში „გერმანული ენის თვის“ ფარგლებში გაიმართება თავისუფალი საბავშვო თეატრის "აიწონა-დაიწონა" სპექტაკლი „შავი ნისლი" ჰაერის დაბინძურებისა და გარემოს დაცვის თემაზე.

სპექტაკლის დასრულებისთანავე შედგება დისკუსია-ვორქშოპი გარემოსდაცვისა და ნარჩენების გადამუშავების საკითხებზე.

სცენარის ავტორი: ფოლკერ ლუდვიგი
თარგმანი: თამთა მელაშვილი
რეჟისორი: მარაიკე ვენცელი
სპექტაკლის ენა: ქართული
მსახიობები:
მაი - ნათია ქავთარაძე
სანდრო - ჯიმი მელქაძე
კასპარი - არჩილ სულაქველიძე
ტატა/კატო - მარიამ გაბრიჩიძე
დედა/ლუიზა - ლილი მამულაშვილი
მამა/დარაჯი - გიორგი ფარჯანაძე

„აიწონა-დაიწონა“ თავისუფალი საბავშვო თეატრია, რომელიც 2016 წელს ბერლინელი მსახიობისა და რეჟისორის მარიკე ვენცელის მიერ დაარსდა ქართველ მსახიობებთან ლილი მამულაშვილთან, მარიამ გაბრიჩიძესთან და ნათია ქავთარაძესთან ერთად. მათი საქმიანობა ბერლინის GRIPS-ის თეატრის პრინციპებზეა დაფუძნებული. ამ კონცეფციის მიხედვით თეატრის მიზანია სოციალური და პოლიტიკური პრობლემების ახსნა, მაყურებელში სოლიდარობის გრძნობის გაღვიძება და ცვლილების მუხტის გაჩენა.

ყოველწლიური პროექტი „გერმანული ენის თვე“ სლოგანით „სამი ქვეყანა - ერთი ენა“ 15 მაისიდან 17 ივნისამდე გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოების ორგანიზებით უკვე მეექვსედ იმართება. მისი მიზანია გერმანული ენისა და გერმანულენოვანი ქვეყნების მდიდარი კულტურის მიმართ საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ერთი თვის განმავლობაში როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში იმართება მოხსენებები, კინო-ჩვენებები, ლიტერატურული, საინფორმაციო და სპორტული ღონისძიებები, რაც კიდევ უფრო გაზრდის იმ შესაძლებლობებს, რასაც ეს ქვეყნები სტიპენდიების, ბიბლოთეკებისა თუ საგრანტო პროგრამების სახით დაინტერესებულ პირებს სთავაზობენ.

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი