მოზაიკა
გოეთეს ინსტიტუტის დიდი მულტიმედიური გამოფენა „გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების გერმანული სუბკულტურა” გაიმართება
დღეს,18:30 საათზე საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) გაიმართება დიდი ინტერაქტიულ-მულტიმედიური გამოფენა სახელწოდებით „გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების გერმანული სუბკულტურა“.
"გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების სუბკულტურა გერმანიაში" გოეთეს ინსტიტუტის მოძრავი გამოფენაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებსა და საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენის შემდეგ საქართველოში პირველად ჩამოვიდა. ეს დიდი ინტერაქტიულ-მულტიმედიური გამოფენა, რომელიც თავისი კონცეფციითა და ფორმატით განსახვავებულია, 7მუსიკალური ბენდისა და როგორც დასავლეთ, ისევე აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქებიდან წამოსული ხელოვანების, კინემატოგრაფების და დიზაინერების ნამუშევრების ფონზესუბკულტურის ფართო მასშტაბს ასახავს. გერმანიის 1980-იანი წლების სუბკულტურისადმი მიძღვნილი გამოფენა ინტერვიუებით, ვიდეო და ფოტომასალებით, მოსასმენი აუდიოტექსტებით,პუბლიკაციებით, პლაკატებითა და ექსპონატებით არის გამდიდრებული და შესაბამისად, ასეთი მდიდარი პრეზენტაციით დამთვალიერებელს თემატიკაში ფართო შესავალს სთავაზობს.
„გენიალური დილეტანტები“ არის განზრახ შეცვლილი დასახელება** ერთი იმ კონცერტისა, რომელიც 1981 წელს ბერლინში არსებულ ერთ-ერთ არენაზე „ტემპოდრომი“ ჩატარდა დახელოვნების აღზევების ხანმოკლე პერიოდს აღნიშნავს. სხვადასხვა მიმართულებით ექსპერიმენტირებისა და ელექტრონული საშუალებების გამოყენების ტენდენცია, განსაკუთრებითხელოვნების ინსტიტუტების წრეებში იყო ძლიერი. ამავე დროს, აქცენტი შესუსტდა სახელოვნებო ოსტატობაზე და სივრცე თავისუფალ ექსპერიმენტებს დაეთმო. გალერიების, ჟურნალების,კლუბების აღმოცენება და მუსიკის თავისუფალი პროდუცირება თანმხლები კონცერტებით იმ ახალი ეპოქის დადგომაზე მიუთითებდა, რომელიც ხელოვანთა ავტონომიითა დაექსპერიმენტული მიდგომების პოპულარიზაციით გამოირჩეოდა. მუსიკის ტექსტებში ინგლისური ენა გერმანულით ჩანაცვლდა, რითაც მაშინდელი პროტაგონისტები მეინსტრიმულმიმართულებებს გაემიჯნენ და რევოლუციური სლოგანებით რადიკალური ცვლილებების განხორციელება დაიწყეს. ხმამაღალი პროტესტითა და მიზანმიმართული პროვოკაციებითალტერნატიული ხელოვნების წრეებმა საერთაშორისო ცნობადობა და აღიარება მოიპოვეს.
**იგულისხმება სიტყვა „დილეტანტები“. გერმანული მართლწერით Dilletanten წერია ორი „ლ“-თი, ორი „ტ“ მაგივრად.
გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით დიდი მულტიმედიური გამოფენა „გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების გერმანული სუბკულტურა“ თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) 27 მარტამდე გაგრძელდება.
გამოფენის კურატორი: მატილდე ვეე, გოეთეს ინსტიტუტი/მიუნხენი
გამოფენის კონცეფცია: მატილდე ვეე და დოქ. ლეონჰარდ ემერლინგ, გოეთეს ინსტიტუტი/მიუნხენი
ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: https://www.goethe.de/ins/ge/ka/ver.cfm?fuseaction=events.detail&event_id=21171248
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


