რეგიონები
გირგვლიანის მკვლელების შეწყალება აბსოლუტური ამორალობაა - გიორგი მარგველაშვილი
გირგვლიანის მკვლელების შეწყალება აბსოლუტური ამორალობაა, რადგან როცა ადამიანს წამებით კლავენ, რაშიც შენი გარემოცვა მონაწილეობს, ეს ადამიანები არ უნდა შეიწყალო. აქ მორალზე ლაპარაკიც არ არის, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
ამ განცხადებით გიორგი მარგველაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არსებობს თუ არა მორალური დილემა და როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, რომ პრეზიდენტმა ასეთი ადამიანები აღარ შეიწყალოს; ქვეყნის მეთაურს შეწყალების აბსოლუტური უფლება უნდა შეეზღუდოს, თუ უნდა დარჩეს.
,,როდესაც სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა, იქ მორალური დილემა არ ყოფილა. ისეთი პრეზიდენტი არ უნდა აირჩიო, რომელიც შეკვეთილი წამებისა და მკვლელობის აღმსრულებლებისთვის ჯერ კანონმდებლობას შეცვლის, მერე კი ამ ადამიანებს ციხიდან გამოუშვებს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


