მოზაიკა
გიორგი კვირიკაშვილი მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო კომპანია ACS ჯგუფის ხელმძღვანელს და მადრიდის “რეალის” პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით,გიორგი კვირიკაშვილმა ფლორენტინო პერესს საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო, რომლის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმართულება სივრცითი მოწყობაა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სივრცითი მოწყობის გეგმა ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გულისხმობს.
თავის მხრივ, ACS ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა და მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
ფლორენტინო პერესმა, ასევე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებაში ჩართვის დაინტერესება გამოთქვა.
ცნობისთვის, ACS მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც პროექტებს მრავალ ქვეყანაში ახორციელებს.
კომპანიის გლობალური წარმომადგენლობები ფუნქციონირებს გერმანიაში, ინდოეთში, ბრაზილიაში, ავსტრალიაში და ა.შ. ACS წამყვანი კომპანიაა სამოქალაქო და სამრეწველო კონსტრუქციების, სერვისებისა და ტელეკომუნიკაციების მიმართულებით.

საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


