მოზაიკა
ღვინოს კარიესის საწინააღმდეგო და ღრძილების სამკურნალო თვისებები აღმოაჩნდა
როგორც ირკვევა, ღვინოს, რომელსაც მაღალი მჟავიანობის გამო სტომატოლოგები უარყოფენ, კარიესის საწინააღმდეგო და ღრძილების სამკურნალო თვისებები ჰქონია.
The Daily Mail-ი წერს, რომ ღვინო პირის ღრუში არსებული საშიში ბაქტერიების ნეიტრალიზებას ახდენს. ის არ აძლევს საშუალებას კარიესისა და ღრძილის ანთების გამომწვევ ბაქტიერებს პირის ღრუს ქსოვილებზე დარჩნენ.
ღვინის ეს სასარგებლო თვისება ესპანეთის ნაციონალურმა კვლევითმა საბჭომ აღმოაჩინა. საიდუმლო კი, ღვინოში შემავალ უნიკალურ ანტიოქსიდანტებში იმალება. მათი ეფექტიანობა ლაბორატორიაში, პირის ღრუს ქსოვილის მოდელზე ჩატარებულმა ექსპრიმენტებმა დაადგინა. როდესაც ღვინის ანტიოქსიდანტები ხვდებოდნენ პირის ღრუში, ისინი გამოყოფდნენ სასარგებლო მოლეკულებს, რომლებიც თავის მხრივ, არ აძლევდნენ საშუალებას საშიშ ბაქტერიებს, პირის ღრუს ზედაპირს მიერთებოდნენ.
ესპანელი მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ ბაზარზე გამოჩნდეს ღვინოში შემავალი ანტიოქსიდანტების შემცველი კბილის პასტები, საღეჭი რეზინები თუ პირის ღრუს სავლებები.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


