რეგიონები
Gem Fest-იდან საავადმყოფოში გადაყვანილი ოთხი ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზეა
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ GEM Fest-ის მონაწილე კიდევ ექვსი ახალგაზრდა შეიყვანეს.
მათგან 4 მთელი ღამის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, GEM Fest-იდან რეფერალურ საავადმყოფოში ახალგაზრდების გადაყვანის მიზეზი უცხო ნივთიერებით ინტოქსიკაცია გახდა, თუმცა კლინიკის კრიტიკული მედიცინის ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელისულხან ორჟონია ამბობს, რომ ზუსტი მიზეზის დასადგენად შესაბამისი უწყებები მუშაობენ.
მსგავსი დიაგნოზით მოთავსებული ექვსი ახალგაზრდას მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება GEM Fest-იდან კლინიკაში გუშინ გადაყვანილ 29 წლის მამაკაცს, ის მართვით სუნთქვაზე აღარ არის და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსგავსი დიაგნოზით 22 წლის გოგო გარდაიცვალა.
გუშინ განცხადება გაავრცელეს GEM Fest-ის ორგანიზატორებმა. მათი ინფორმაციით, შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ, რომ ტერიტორიაზე არ შევიდეს ნარკოტიკული ნივთიერება, განსაკუთრებით კი შხამი, სახელწოდებით ”ბიო”.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


