რეგიონები
გაზის გადასახადებით უკმაყოფილო აქციის მონაწილეები „სოკარ ჯორჯიას“ გორის ოფისში შეიჭრნენ
„სოკარ ჯორჯიას“ გორის ოფისში იმ აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, რომლებიც გაორმაგებული გაზის გადასახადებს აპროტესტებენ.
ისინი სოკარის სერვის ცენტრის რეგიონალური ოფისის მენეჯერს, გიგა გრიგალაშვილს გაზრდილ გადასახადებზე პასუხს სთხოვენ.
თავად გრიგალაშვილი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. გაზრდილ გადასახადებს ის დეკემბერში ტემპერატურის დაცემასა და 35 კალენდარულ დღიან დარიცხვას უკავშირებს.
„ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა, ეს აქცია მართულია კონკრეტული ადამიანების მხრიდან. მოსახლეობას ბრალდება თითქოს გაზში არეულია ჰაერი, აბსურდულია. სინოპტიკოსებიც კი აღიარებენ, რომ ნოემბრის თვესთან შედარებით 4-5 გრადუსით დაბალი იყო ტემპერატურა დეკემბრის თვეში. ამას დაემატა სადღესასწაულო დღეები, წაკითხვის მეთოდი, რომლითაც ჩვენ მრიცხველებიდან ჩვენება ავიღეთ, 35-დღიანია და სწორედ ამან გამოიწვია წინა თვესთან შედარებით მაღალი გადასახადი, თუმცა აქ არანაირი ხელოვნურ ჩარევას არ ჰქონია ადგილი“, – განაცხადა კომპანიის მენეჯერმა.
გორის მოსახლეობის ნაწილი გაზის გაორმაგებულ გადასახადებს 30 დეკემბრიდან აპროტესტებს. ადგილობრივების ნაწილი ეჭვობს, რომ გადასახადები ხელოვნურადაა გაზრდილი.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


