მოზაიკა
გარღვევა გენურ ინჟინერიაში - ერთნაირსქესიან თაგვებს შვილები ეყოლათ
ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის სპეციალისტებმა შეძლეს ის, რომ ერთნაირსქესიან თაგვებს შვილები გაუჩნდათ.
როგორც ბიბისი იუწყება, ეს გენურ ინჟინერიაში მიღწეული გარღვევის შედეგად მოხდა.
მეცნიერების ინფორმაციით, შეცვლილი გენების მქონე ორი მდედრი თაგვის ორი პატარა ასევე მდედრი წრუწუნა ამჟამად თავს კარგად გრძნობს. ის, რომ მათი გენეტიკური კოდი შეცვლილია, ჯერჯერობით შეუმჩნეველია და გართულებები არ ჩანს.
აღსანიშნავია, რომ იგივე ექსპრიმენტი ჩაატარეს ორ მამრ თაგვზეც, თუმცა წარუმატებლად. მათი შთამომავლობის სიცოცხლემ მხოლოდ 48 საათს გასტანა.
რეპტილიების, ამფიბიებისა და თევზების კლასის სახეობების ერთნაირსქესიანებს გამრავლება შეუძლიათ. ჩინელი მეცნიერები დაინტერესდნენ, თუ რეპროდუქციის რა წესი უნდა დაერღვიათ, რომ იგივე შედეგი მიეღოთ ძუძუმწოვრების შემთხვევაშიც.
პროფესორი ლი არ გამორიცხავს, რომ ამ კვლევების შედეგად შესაძლებელია, მომავალში ერთნაირსქესიან წყვილებს შვილების გაჩენის საშუალება მიეცეთ. მის მოსაზრებას მეცნიერთა უმრავლესობა არ ეთანხმება და არ იზიარებს ამ მეთოდების ადამიანის შემთხვევაში გამოყენებას.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


