რეგიონები
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი მონადირეებს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამეგრელოს რეგიონს სტუმრობდა, სადაც მხარის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად, მონადირეებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მონადირეები, კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის უბანზე და მის მიმდებარედ 500 მ-იან მონაკვეთში ნადირობის უფლებას ითხოვენ. მონადირეების პროტესტი იანვრის თვეში კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულმა რეიდებმა გამოიწვია, რომლის დროსაც პარკის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 35 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის, უკანონო ნადირობის და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილების.
მინისტრის განცხადებით შეზღუდვები რამდენიმე გარემოებითაა გამოწვეული. კოლხეთის დაბლობი ფრინველთა მიგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანეს რეგიონს წარმოადგენს, სადაც 194 სახეობის ფრინველი გვხვდება. საქართველო უნიკალური მდებარეობის გამო რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულების მხარეა. კოლხეთის ეროვნული პარკის არსებობა მიზნად გადამფრენი ფრინველების და მათი ჰაბიტატების დაცვას ისახავს. სწორედ ამიტომაა ტერიტორიზე ნადირობა აკრძალული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზონის მიღმა გარკვეული წესების დაცვის შემთხვევაში ნადირობა დაშვებულია.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს სამინისტრომ ადგილობრივ მონადირეებს შესაბამისი ტერიტორიის მოძიების შემთხვევაში, კოლხეთის განვითარების ფონდის საშუალებით ხოხბის საშენის მოწყობასა და სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებაში ფინანსური დახმარება შესთავაზა, თუმცა მონდარეების მხრიდან შეთავაზებას განვითარება არ მოჰყოლია.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


