რეგიონები
გარდაბნის სარწყავი სისტემის მე-14 გამანაწილებლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 900 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე რწყვის რეჟიმის გაუმჯობესების მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ საირიგაციო სისტემის N14 გამანაწილებლის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩხეიძე, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, ლევან დვალი და ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი გაეცნენ.
„სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო. 2018 წლის სარწყავი სეზონისათვის, პროექტის განხორციელების შედეგად 900 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი. 2012 წლიდან ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო სისტემების 23 სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელების შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი ქვემო ქართლის რეგიონში პრაქტიკულად გაორმაგდა“ - აღნიშნა გიორგი ჩხეიძემ.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის, ლევან დვალის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში აღდგება არხის 9,3 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი, მოხდება ახალი მილხიდებისა და წყალგამშვები ფარების მონტაჟი. შედეგად მუნიციპალიტეტის 3 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს გაუმჯობესებული საირიგაციო მომსახურებით.
პროექტი ორმაგი დანიშნულებისაა, ვინაიდან რეაბილიტირებული გამანაწილებლის მეშვეობით მოხდება ჯანდარის ტბაში წყლის დონის რეგულაცია და წყლის მდინარე მტკვარში გადაღვრა მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის პრევენციის მიზნით. „ამ პროექტის განხორციელებით 3 სოფლის პრობლემა წყდება. გარდა ამისა ჯანდარის ტბის მიმდებარე ტერიტორიები გაზაფხულზე ხშირად იტბორება და სწორედ აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად საშუალება გვექნება ეს პრობლემა ავიცილოთ“ - აღნიშნა პაატა ხიზანაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


