რეგიონები
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში, ქობულეთში, ვანში, ხონში, მარტვილში და აბაშაში - ,,ენერგო-პრო ჯორჯია“
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში, ქობულეთში, ვანში, ხონში, მარტვილში და აბაშაში, სადაც სოფლების ნაწილს შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია - ინფორმაციას ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
“დასავლეთ საქართველოში ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას
ადგილობრივი და თითქმის მთელი საქართველოდან დასახმარებლად ჩასული ელექტრიკოსების დამატებითი ბრიგადები განაგრძობენ საგანგებო ვითარებაში მუშაობას
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში, ქობულეთში, ვანში, ხონში, მარტვილში და აბაშაში, სადაც სოფლების ნაწილს შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელს უშლის გადაადგილების პრობლემა, სადაც სპეციალური ტექნიკა მისვლას ვერ ახერხებს, ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა. არის ადგილები, სადაც ჯერჯერობით ფეხითაც ვერ ხერხდება მიახლოვება. დიდთოვლობის შედეგად გადატეხილი ხეები დაეცა ელექტროგადამცემ ხაზებს. სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა სხვა ენერგოინფრაქსტუქტურაც
სტიქიის დაწყებიდან მოკლე დროში მოვახდინეთ შესაბამისი ტექნიკის და სამუშაო ცოცხალი ძალის მობილიზება. ვმუშაობთ შეუსვენებლად. ვცდილობთ მივიდეთ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია თუ შეუძლებელი. სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ აღდგება ყველა დაზიანებული ენერგოინფრასტუქტურა და აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება ყველა აბონენტს,“- აცხადებენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


