რეგიონები
განათლებით ყველა მთავარი ეროვნული მიზნის მიღწევაა შესაძლებელი - მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ- მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დაათვალიერა.
ბიბლიოთეკაში დანერგილია თანამედროვე ტექნოლოგიები, განხორციელდა ძველი და უნიკალური წიგნების რესტავრაცია და კონსერვაცია, მათი ელექტრონული ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების შედგენა და მაღალი ხარისხის ელექტრონული ვერსიების დამზადება.
პრემიერ-მინისტრი უნივერსიტეტში სტუდენტებს, ახალგაზრდა სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა და მათ განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
“მინდა გითხრათ, რომ განათლებით ყველა ეროვნული მიზნის მიღწევაა შესაძლებელი. მისასალმებელია, რომ ქუთაისში ასეთი ბიბლიოთეკა გაიხსნა. კარგია, რომ ბიბლიოთეკა მოემსახურება არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და მთლიანად რეგიონს. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბიბლიოთეკას მალე დაემატება ბიბლიოთეკას ბიზნესინკუბატორი. უკვე არსებობს თანამედროვე ლაბორატორია, სადაც ახალგაზრდები ახდენენ თავიანთი ბიზნეს იდეების რეალიზებას”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


