უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

11 ივლისი, 2017 17:00
font-size

გამოიცა ოთარ ჩხეიძის რომანი „მთაგრეხილი“

ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებისა და „ჩვენი მწერლობის“ თაოსნობით, გამოიცა ოთარ ჩხეიძის რომანების ციკლის - „მატიანე ქართლისაი“ კიდევ ერთი ნიმუში: „მთაგრეხილი“.

გარეკანის მეოთხე გვერდზე მოთავსებულია ციტატა აკაკი ბაქრაძის სტატიიდან, რომელშიც ზოგადად არის შეფასებული ოთარ ჩხეიძის და საერთოდ, დაუმორჩილებელი მწერლების ღვაწლი 70-წლიან საბჭოთა რეალობაში:

„გადაიკითხეთ პლატონ ქიქოძის, ბენიტო ბუაჩიძის, კარლო მელაძის, დავით დემეტრაძის, შალვა რადიანისა და სხვათა წიგნები და დაინახავთ - რა სამარცხ-ვინო კრახით დამთავრდა მათი წარმმართველი და მაორგანიზებელი როლი.

გადაიკითხეთ მიხეილ კახიანის, მალაქია ტოროშელიძის, აკაკი თათარაშვი-ლის, კანდიდ ჩარკვიანის, აკაკი მგელაძის, ვასილ მჟავანაძის და სხვათა მიერ წარმოთქმული სიტყვები და დაინახავთ - რა სამარცხვინო კრახით დამთავრდა მათი წარმმართველი და მაორგანიზებელი როლი.

გამარჯვებულნი დარჩნენ: ნიკო ლორთქიფანიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, კონ-სტანტინე გამსახურდია, ალექსანდრე აბაშელი, იოსებ გრიშაშვილი, „ცისფერყან-წელნი“, ოთარ ჩხეიძე და სხვანი, ვისი ორგანიზება და წარმართვა ჰქონდათ მიზ-ნად დასახული.

ეს ისტორიის მკაცრი, მწარე და მკაფიო გაკვეთილია.“

წიგნს ასევე, დაერთვის ლია კუხიანიძის ესეი „სიყვარული ჟამიანობისას“, რომელშიც გააზრებულია რომანის როგორც მხატვრულ-ესთეტიკური, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მხარეები და აღნიშნულია, რომ „მთაგრეხილი“ კვლავაც ძალიან აქტუალურია საზოგადოებრივი-პოლიტიკური თვალსაზრისითაც:

„მთაგრეხილი“ რომანი-გაფრთხილებაა, თავისი სათქმელით აქტუალური და მწვავე, რადგან ვაი, რომ არაფერი შეცვლილა. გლობალიზაციის მამები უფრო გააქტიურდნენ, პროცესები დაჩქარდა, საშიშროება იზრდება, ადამიანთა პროტესტმა მოვლენები ცოტა ხნით გადაავადა, მაგრამ ბოლოდრინდელი ამბები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, ხილული თუ უხილავი მტრის სამიზნე ისევ ერის ისტორია და ცნობიერებაა. ისევ ქართველი ერის „კეთილდღეობის“ სახელით აფეთქებენ მთებს, ჩაძირვას უპირებენ ისტორიულ ძეგლებსა და სოფლებს, რადგან როგორც არასდროს, ისე გამძაფრებულა ვნება დაშლისა, ნგრევისა, რადგან მათთვის „მოაძერ, მობდღვენი, დაშალე, დაანგრიე ითარგმნება რო სიკეთედ კილოვატების ენაზედა“.

ამას გარდა, რომანს დაერთვის ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების მცირე მინაწერიც - „მთაგრეხილი“: განგაშის ზარად“, რომელშიც ხაზგასმულია სწორედ ეს აქტუალური მხარე:
„პირვანდელი განზრახვით ამ რომანს „კავკასიონი“ უნდა რქმეოდა.

მერე ეს სახელწოდება შეიცვლებოდა „მთაგრეხილით“.

თუმც არ შეიცვლებოდა არსი თავდაპირველი ჩანაფიქრისა, განგაშის ზარივით რომ უნდა შემოკრულიყო საბედისწერო მოვლენის ნათელსაყოფად: ტრანსკავკასიური რკინიგზის მშენებლობისათვის გაეჭრათ გვირაბი კავკასიონის მთაგრეხილში. საბედისწერო მოვლენა ეკოლოგიურადაც, დემოგრაფიულადაც და არანაკლებ, თუ მეტადაც არა, პოლიტიკურად.

ოთარ ჩხეიძე, როგორც მწერალი-წინასწარმეტყველი, იმთავითვე ზუსტად განჭვრეტდა მოსალოდნელ ტრაგიზმს და „მატიანე ქართლისაის“ ციკლის ამ ახალი ნიმუშის შექმნით განაჩენსაც გამოუტანდა გვირაბის გამჭრელთ და ახალი უბედურების შემომშვებთ ჩვენს ისედაც ტრაგიკულ ქვეყანაში — ყველას ეშლება თუ ენგრევა ოჯახი, რომელთა შენარჩუნების ღირსნიც არ არიან, და აკი კიდეც ავად შემოუბრუნდებათ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, იმპერიული პოლიტიკისათვის დიდადაც მოსაწონი, რუსეთი ამით კიდევ ერთ მძლავრ დარტყმას რომ მოგვაყენებდა — რაღა კავკასიონის გაჩეხვა და რაღა რუსის ჯარის შემოგზავნა.

როდესაც ეს რომანი იწერებოდა, მხოლოდ მხატვრული ფორმით თუ გამოითქმოდა პროტესტი, თორემ პუბლიცისტური გამოხმაურება-შეფასების გზა აღკვეთილი გახლდათ.

და ბედად კიდეც დადგებოდა გარდაქმნად სახელდებული ხანა, იმპერიულ ხელისუფლებას თავისდაუნებურად ხელიდან რომ გაუსხლტებოდა მართვის სადავეები და მიტინგებისა და დემონსტრაციების მძლავრი ტალღა აბობოქრდებოდა, ერთ მთავარ მიზნად ტრანსკავკასიური რკინიგზის მშენებლობის აღკვეთასაც რომ დაისახავდა და... კიდეც მიაღწევდა საწადელს, იატაკქვეშა ჟურნალს „მატიანე“ „ლიტერატურული საქართველოც“ რომ ამოუდგებოდა გვერდით და მწვანეთა მოძრაობაც ენერგიულად ჩაერთვოდა ამ პროცესებში.

დიდძალი და მეტად ფასეული მასალაა ამ მხრივ დაგროვებული და დადგება დრო, ამ ყველაფრის მონოგრაფიული შესწავლისა, ის ვრცელი დოკუმენტური ნაშრომი კი აუცილებლად გაიხსნება ოთარ ჩხეიძის „მთაგრეხილის“ პოლიტიკური ფონის ანალიტიკური განსჯა-წარმოჩენით.“

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი