უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

3 ნოემბერი, 2016 13:55
font-size

გაიმართება ფირუზ ქაზემზადეს პრეზენტაცია

9 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება იელის უნივერსიტეტის პროფესორის, ფირუზ ქაზემზადეს წიგნის ,,ბრძოლა ამიერკავკასიისათვის 1917-1921“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია.

ფირუზ ქაზემზადეს წიგნი ,,ბრძოლა ამიერკავკასიისათვის 1917-1921” არის დასავლეთის აკადემიურ წრეებში ისტორიის ამ პერიოდის აღწერისა და გააზრების ერთ-ერთი პირველი მცდელობა. წიგნი პირველად 1951 წელს ამერიკაში გამოიცა. 2016 წელს კი პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ცნობით, წიგნში, ხელმისაწვდომი საარქივო მასალის გამოყენებით, აღწერილია 1917 წლის რუსეთში დატრიალებული მოვლენების გამოძახილი ამიერკავკასიაში, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ქვეყნების გავლენა რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო ვითარებაზე. წიგნი ნათლად აღწერს ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნისა და დაშლის მიზეზებს და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინაპირობებს. წიგნში გაანალიზებულია აზერბაიჯანსა და სომხეთში დატრიალებული მოვლენები და ამ სამი ახლადგამოცხადებული რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვის ისტორია, აღწერილია ბოლშევიკური რუსეთის არმიის შემოსვლა.

წიგნის ავტორი ფირუზ ქაზემზადე 1924 წელს დაიბადა. მან დაწყებითი განათლება მიიღო მოსკოვში, სადაც მამამისი ირანის საელჩოში მუშაობდა. მოსკოვში სკოლის დამთავრების შემდეგ, ოჯახი აშშ-ში გადავიდა. 1946 წელს ფირუზ ქაზემზადემ სტენფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა, 1947 წელს მიიღო მაგისტრის დიპლომი, 1950 წელს კი ჰარვარდის უნივერსიტეტში დოქტორის წოდება რუსეთის ისტორიის განხრით.

1954-1957 წლებში ფირუზ ქაზემზადე ჰარვარდში, მოგვიანებით კი იელის უნივერსიტეტში ასწავლიდა. 1992 წლიდან ატარებს იელის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსის წოდებას.

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი