უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

8 ნოემბერი, 2018 17:20
font-size

გაიმართა კონფერენცია „მსოფლიო თეატრალური პროცესები XXI საუკუნეში“

ბაქოში (აზერბაიჯანი), 5-ე საერთაშორისო თეატრალური კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, მეცნიერების ეროვნული აკადემიისა და თეატრალური მოღვაწეების კავშირის პატრონაჟით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 50 ქვეყნის 150-ზე მეტმა ექსპერტმა. ქ. ბაქოს 5-ე საერთაშორისო თეატრალური კონფერენციის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურისმის მინისტრი აბულფაზ კარაევი.

წლევანდელი კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენდა „თეატრის ფილოსოფია XXI საუკუნეში“. არგენტინის, ავსტრიის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბაჰრეინის, ბელორუსის, ბულგარეთის, ეგვიპტის, ესტონეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ინდოეთის, ირანის, ერაყის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, იაპონიის, იორდანიის, ყაზახეთის, ქუვეითის, ლიეტუვას, მაკედონიის, მოროკოს, ნიდერლანდის, ყატარის, რუმინეთის, რუსეთის, საუდის არაბეთის, სერბეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ესპანეთის, სუდანის, შვედეთის, სირიის, თურქეთის, უკრაინის, არაბეთის გაერტიანებული საემიროების, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, უზბეკეთის დელეგაციებთან ერთად კონფერენციას ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო თეატრალური ორგანიზაციების ლიდერები და წევრები ესწრებოდნენ, როგორებიცაა ITI (თეატრის საერთაშორისო ინსტიტუიტი), ASSITEJ (ბავშვთა და ახალგაზრდობის თეატრების საერთაშორისო ასოციაცია), IATC (თეატრის კრიტიკოსების საერთაშორისო ასოციაცია), IFTR (თეატრის მკვლევართა საერთაშორისო ფედერაცია), UNIMA (მარიონეტების საერთაშორისო კავშირი) და სხვანი.

ბაქოს V საერთაშორისო თეატრალურ კონფერენციას ესწრებოდა ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუა. გამოჩენილ თეატრმცოდნეებთან, რეჟისორებთან და თეატრების ხელმძღვანელებთან ერთად, აღმასრულებელი მდივანის შაიგ საფაროვის მიწვევით საქართველოდან ჰ. ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული პროფესიული დრამატული თეატრის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი