რეგიონები
,,გადაიხადე 50%“ - ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წამახალისებელი აქცია დღეიდან ,,რუსთავის წყლის” აბონენტებზეც გავრცელდა
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და ,,რუსთავის წყალი” დავალიანების მქონე აბონენტებს 2015 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული წყლის საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდის დავალიანების მეორე ნახევარს ავტომატურად ჩამოაჭრის.
აქცია 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. აბონენტები მარტივად, ოფისში მისვლის გარეშე სარგებლობენ ხელსაყრელი პირობებით, – აცნობეს მედიანიუსს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“.
დავალიანების 50%-ის დასაფარად, მომხმარებელი რეკავს ცხელ ხაზზე - 2 93 11 11 (თბილისი) და 22 00 11 (რუსთავი), ან სარგებლობს კომპანიის ფეისბუქით და ვებგვერდზე არსებული ონლაინ ჩათით. ოპერატორი მომხმარებელს აბონენტის ნომრის მიხედვით ეხმარება დავალიანების ოდენობის დაზუსტებაში და დავალიანების ჩამოწერაში.
სურვილის შემთხვევაში მომხმარებლები მიმართავენ კომპანიის სერვისცენტრებს ქალაქ თბილისში შემდეგ მისამართებზე: საბურთალოს რაიონში - ყაზბეგის გამზ. 19ბ, გლდანის რაიონში - ვეკუას ქ. 2, ისნის რაიონში შუამთის ქ.10, ხოლო ქალაქ რუსთავში - შარტავას ქ. 4.
მომხმარებლები აქტიურად ერთვებიან აქციაში და აღნიშნავენ, რომ მათ აქვთ საუკეთესო შესაძლებლობა დავალიანების სრულად დასაფარად.
კომპანიაში ვარაუდობენ, რომ წამახალისებელი აქციის შედეგად, აბონენტებზე დარიცხული დავალიანება მკვეთრად შემცირდება.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


