უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

26 ივლისი, 2017 13:40
font-size

„გადაიღე საქართველოში“ - კომედიური ჟანრის ინდური ფილმის გადაღებები გრძელდება

საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, უფრო და უფრო დატვირთული ხდება და კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ დაინტერესებულთა რიცხვიც ყოველდღიურად მატულობს. პროგრამის ფარგლებში, მისი ამოქმედებიდან მცირე დროში კიდევ ერთი, ახალი, რიგით მეშვიდე პროექტი ხორციელდება.

კომედიური ჟანრის ინდური ფილმის „SONU KE TITU KI SWEETY” გადაღებები თბილისის მასშტაბით ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 25 ივლისს ფილმის რამდენიმე ეპიზოდის გადაღება ძველი თბილისის ქუჩებში გაიმართა, ეკონომიკის სამინისტროს სსიპის „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია ესწრებოდა. მისი განცხადებით, „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში, რომლის ბიუჯეტიც 800 000 ლარს აღემატება, 150-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში მიმდინარეობს რიგით მეშვიდე საერთაშორისო კინოპროექტის განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა 2016 წელს დაიწყო, არსებული სტატისტიკა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ზუსტად არის მორგებული იმ საჭიროებას, რომლითაც საქართველო ახდენს საერთაშორისო დონეზე პოზიციონირებას, როგორც მიმზიდველი კინოლოკაცია. წინამორბედი 6 პროექტის ფარგლებში ქართულ რეალობაში განხორციელდა 9 მილიონ ლარამდე მოცულობის ინვესტიცია და შეიქმნა 700-მდე ახალი სამუშაო ადგილი.“ - აღნიშნა ოთარ ანთიამ.

მოცემული ეტაპისთვის, პროგრამა „გადაიღე საქართველოში“, რომელსაც სსიპ „აწარმოე საქართველოში“ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს 7 პროექტს, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულებულია 6 ფილმზე, ხოლო 1 ფილმის გადაღებებები ამჟამად მიმდინარეობს.

„სარკე სტუდიამ“ დაიწყო თანამშრომლობა ერთ-ერთ დიდ ინდურ კომპანიასთან, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა ბოლივუდური მასშტაბური ფილმის გადასაღებად. პროექტში ქართული მხრიდან 100 მეტი ადამიანია დასაქმებული ყოველდღიურად. დღეს მეოთხე გადასაღები დღეა. ტექნიკურად ძალიან გამართული ჯგუფია, თვითონაც მომზადებულები ჩამოვიდნენ და ჩვენი მხრიდანაც პროფესიონალები დახვდნენ. ყველაზე კარგი ის არის, რომ ძალიან კმაყოფილები არიან და კიდევ გეგმავენ ჩვენთან თანამშრომლობას.” - აღნიშნა პროდიუსერმა აკო მაჭავარიანმა.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა საერთაშორისო საპროდიუსერო კომპანიებთან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოში ფილმების გადაღებასთან დაკავშირებით. როგორც „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის წარმომადგენლები აცხადებენ, პროგრამისა და ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისა და საქართველოს პოტენციალის წარმოჩენის კუთხით სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება.

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი