რეგიონები
ფშავში კოოპერატივი „შარახევი-1“ სრული დატვირთვით ამუშავდა
დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში კოოპერატივს „შარახევი-1“ ესტუმრა.
,,კოოპერატივი "შარახევი 1" შეიქმნა პროექტის "ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება-გადამუშავება, ქალთა ჯგუფებისთვის ბაზრების მოპოვების შესაძლებლობა" ფარგლებში, რომელიც ორგანიზაციების "სოფლად თემთა განვითარების სააგენტო" და "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" მიერ "ოქსფამ საქართველოს" მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის ლატარიის ფონდის" (BLF) დაფინანსებით ხორციელდება.
„მოხარული ვარ, რომ ფშავში შექმნილმა საწარმომ "როუზოფისის" პარტნიორი კომპანია „შპს კახეთი ბიოსგან“ მიიღო სამკურნალო ბალახი ფურისულას შეგროვების შეკვეთა, რომელის მოპოვებაშიც ჩაერთო სოფელ შარახევის, მაღაროსკარის, ჩარგლისა და ქალილოს მოსახლეობა. მოცემული მომენტისათვის კოოპერატივი და საწარმო სრული დატვირთვით ამუშავდა და მასში სხვადასხვა სოფლის 50-მდე მოქალაქე დასაქმდა. ჩვენი, მთის მოყვარული ადამიანების მიზანს სწორედ მაღალმთიანი რეგიონების პოტენციალის, მთის რესურსების ეფექტიანი გამოყენება წარმოადგენს, რაც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და ხარისხიანი, მაღალი ღირებულების პროდუქციის წარმოების განვითარებას“,-ზაქარია ქუცნაშვილი.
საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: სოფლის მეურნეობის სამინისტროს დუშეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ზურაბ სეხნიაშვილი, BLF-ის პროექტის ხელმძღვანელი მარიკა ზარანდია და „შპს კახეთი ბიოს“ დამფუძვნებელი ლიზი ხმიადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დუშეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის, დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი ფერმერებისა და ინვესტორების კოორდინირებული მუშაობის შედეგად მუნიციპალიტეტში 2014-2016 წლებში 17 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შეიქმნა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


