უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

10 ივლისი, 2017 12:10
font-size

ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში დამწვარი ბაზრობის 3 მოვაჭრე მკურნალობს

ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ფოთის ბაზრობის კიდევ ორი დაზარალებული მოვაჭრე გადაიყვანეს.

კლინიკის ხელმძღვანელის, ექიმის თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, პაციენტებს შეყვანისას ჰიპერტონული კრიზი ჰქონდათ.

ექიმის თქმით, ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება ქალბატონს, რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა, თეა გიგინეიშვილის განმარტებით, პაციენტი საავადმყოფოში ხელზე ნაკვეთი ჭრილობით შევიდა.

ექიმის ინფორმაციით, ქალბატონს წინა მხრის არეში შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ხანძარი ფოთის ბაზრობაზე დღეს დილით გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ადგილზე განთავსებულია 50-მდე მაღაზია და 144-მდე დახლი.

მოვაჭრეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხანძარი ხელოვნურად არის მოწყობილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას განცხადებით, შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისია.გუბერნატორის თქმით, მოხდება მოლაპარაკებები ბანკებთან.

არსებული ინფორმაციით, მოვაჭრეების ნაწილმა შეძლო საქონლის მცირე ნაწილის გადარჩენა, თუმცა მათი თქმით, საქონელი სარეალიზაციოდ აღარ გამოდგება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი