რეგიონები
ფოთის საკათედრო ტაძარში იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის ხატი დააბრძანეს
ფოთის საკათედრო ტაძარში იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის ხატი დააბრძანეს. იგი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის ლოცვა-კურთხევითა და მრევლის ძალისხმევით შეიქმნა.
საზეიმო წირვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა აღავლინა. როგორც მან ქადაგების დროს აღნიშნა, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის ხატი ფოთში დაივანებს და სიმბოლო იქნება საქართველოს განახლების.
„ტაძარი ბრწყინვალე აღდგომის სახელობისაა, აღდგომა ეს არის ჩვენი ყველას იმედიც, მოლოდინიც და სწორედ ეს რწმენა გვაერთიანებს ქრისტიანებს. შეიძლება ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ჰქონდეთ წყენა, გაუგებრობა, მაგრამ სიყვარულმა უნდა აჯობოს და გადაწონოს. ხდება ხოლმე , რომ ადამიანი თავისი წყენისა და უკმაყოფილების გამო, ვერ ჯობნის თავის თავში აი, იმ მთავარ ღირსებას, რასაც ღვთისადმი ხატება წარმოადგენს და უარს ამბობს იმ წყალობაზე, რასაც ღმერთი აძლევს, რადგან ღმერთი არ არის დამსჯელი, ღმერთი არის მოწყალე. გთხოვთ, მიიღოთ ეს წყალობა, იმისათვის, რომ მივბაძოთ ჩვენი რწმენის წინამძღვარს - ჩვენს იესო ქრისტეს. ჩვენ აღთქმის მემკვიდრეები ვართ და სწორედ ეს მემკვიდრეობა დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ჩვენ ქრისტეში ერთობა გადაგვარჩენს, იმედი მაქვს, ამ გზებს არა თუ მოვნახავთ, არამედ მტკიცედ დავადგებით“,- განუცხადა ჟურნალისტებს მიტროპოლიტმა გრიგოლმა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


