რეგიონები
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით დღეს ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი დაფუძნდა
საქართველოში უმაღლესი განათლების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის სტატუსით, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი დაფუძნდა და მართვის ორგანოების არჩევამდე, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსზე სახელმწიფო კონტროლი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიენიჭა თუმცა, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის ყველა ხარჯს ფონდი „ქართუს“ დაფარავს.
თანამედროვე ინფრასტუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილ საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს საქართველოში უმნიშვნელოვანესი ცენტრი იქნება, რაც სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა.
უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, განათლების სისტემის პრიორიტეტულ ამოცანას უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეთავაზება, უმაღლესი განათლების სფეროს ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის/უწყვეტი განათლების სისტემის ხელშეწყობა წარმოადგენს. მეცნიერების განვითარების მიმართულებით, სამინისტროსთვის ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ისეთი ამოცანების განხორციელებას, როგორციაა კვლევითი პროდუქციის კომერციალიზაცია და ინოვაციების განვითარება, კვლევით საქმიანობაში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, მეცნიერების პოპულარიზაცია საქართველოში და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა. შესაბამისად, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი, აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების მიღწევისა და განხორციელების საუკეთესო საშუალება გახდება.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


