მოზაიკა
ფილმისათვის `ჩემი ბედნიერი ოჯახი` ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი დაჯილოვდნენ
სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის ნანა ექვთიმიშვილმა და სიმონ გროსმა მიიღეს ფილმისათვის "ჩემი ბედნიერი ოჯახი."
სოფიას კინოფესტივალი 9-19 მარტს გაიმართა, სადაც მთავარ საკონკურსო პროგრამაში ქართულ ფილმთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ცამეტი მხატვრული ფილმი იყო წარდგენილი.
ამასთან, როგორც ფილმის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამერიკულმა გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა” ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი იმ ცხრა რეჟისორთა შორის დაასახელა, რომელთა ფილმიც “ჩემი ბედნიერი ოჯახი“ აუცილებელი სანახავია.
“ცოლი, დედა, შვილი, დიასახლისი და მზრუნველი - მანანა (მშვენიერი, მომხიბვლელი ია შუღლიაშვილი) ჩვეულებრივ, ყოველდღიურ როლებს თამაშობს, რომლებიც მას ცხადია, სიამოვნებას არ ანიჭებენ. “ჩემი ბედნიერი ოჯახი“...არის ქალის თავისუფლების ისტორია, მწარედ სასაცილო, რითაც ის ყველაზე მეტად ეხება მაყურებელს. მანანა ყოველგვარი ახსნის გარეშე შოკირებულ ოჯახს ტოვებს და მოჩხუბარი სხეულების კლაუსტროფობიულ კორიანტელში კარს იჯახუნებს. ...ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს ბალეტის ქორეოგრაფიის უნარი შესწევთ, თუმცა ისინი ჩვენდა გასახარად კინორეჟისორები არიან,” - წერს „ნიუ იორკ თაიმსის” კინოკრიტიკის მთავარი რედაქტორი მანოლა დარგისი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


