რეგიონები
ფერემერებთან ლაბორატორიული შესაძლებლობების გასაცნობად და პრაქტიკული ინფორმაციის მისაწოდებლად შეხვედრა გაიმართა
ქ. ახმეტაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებმა რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ და სხვადასხვა დაავადებების შესახებ პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია, ლაბორატორიის სერვისების მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაცია. შეხვედრის დროს, ხდება სოფლის-მეურნეობაში ჩართული პირებისგან ინფორმაციის მოძიება, ლაბორატორიული სერვისის სფეროში არსებული საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ.
მსგავსი შეხვედრები ორი წლის განმავლობაში ტარდება და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. დამსწრე პირებს შესაძლებლობა ექმნებათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ. ასევე, რიგდება ვეტერინარული დაავადებების შესახებ შექმნილი საცნობარო ბროშურები, რომელიც ეხმარება ფერმერებს დაავადებებისგან გამოწვეული ფინანსური ზარალი თავიდან აიცილონ.
შეხვედრა ხორციელდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელშეწყობით.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


