უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

20 მაისი, 2017 16:15
font-size

FAO-ს პროექტის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში აგრო და ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა მოხდება

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ რევაზ ასათიანმა, წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ილია საბაძესთან ერთად, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის „სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, წალკაში ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ადგილობრივი მოსახლეობის აგრო და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით გადამზადება განხორციელდა.

„გასულ წელს დამტკიცდა სოფლის განვითარების ეროვნული სტარტეგია, რომელიც განსაზღვრავს 2017-2020 წლებისთვის ქვეყნის ხედვას ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონომიკის ზრდა და დივერსიფიცირება, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება. ამ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომხარს უჭერს რეგიონებში აგრო და ეკოტურიზმის განვითარებას. სოფლის მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება და ტურისტული მომსახურების საშუალებების განვითარება, აისახება სოფლად ცხოვრების დონის ამაღლებასა და სიღარიბის შემცირებაზე, რაც დადებით გავლენას იქონიებს საქართველოს რეგიონების განვითარებაზე", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეხვდა ფერმერებს, რომლებიც ტურისტებს საკუთარ მეურნეობებში წარმოებულ პროდუქტს შესთავაზებენ. რევაზ ასათიანი ასევე გაეცნო FAO-ს პროექტის ფარგლებში შექმნილ სამ ტურისტულ მარშრუტს (საფეხმავლო, ველო და საავტომობილო), რომლებიც 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დათვალიერების საშუალებას იძლევა.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი