უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

10 თებერვალი, 2018 16:05
font-size

ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებისთვის კორპუსების მშენებლობა განიხილება - აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ არ გამორიცხა, რომ ხელვაჩაურში, სამხედრო ბაზაზე არსებული ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მოსახლეობისთვის სახლები აშენდეს.

ამის შესახებ ჯინჭარაძემ მოსახლეობას „ოცნების ქალაქში“ გამართულ აქციაზე განუცხადა.

„მთლიანად გუნდი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ყველანი ჩართული ვართ ამ პრობლემის გადასაჭრელად, განვიხილავთ ყველა ვარიანტს, ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. უახლოეს პერიოდში გაცნობებთ, თუ რა ვერსიაზე შევჯერდებით, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს „ოცნების ქალაქის“ პრობლემა. მათ შორის განიხილება კორპუსების მშენებლობაც, მაგრამ ეს ბიზნესმენებთან მოლაპარაკების შედეგად უნდა გადაწყდეს და რაც მთავარია, არცერთი ოჯახის მიმართ არ უნდა დაირღვეს სამართლიანობის პრინციპი“, -უთხრა ჯინჭარაძემ აქციის მონაწილეებს.

რამაზ ჯინჭარაძის თქმით, მთავრობას ამჟამად რეგისტრირებული ჰყავს თვითნებურად შესახლებული 1500-ზე მეტი ოჯახი, თუმცა არაოფიციალური მონაცემებით მათი რიცხვი 2500-ს აჭარბებს.

დღეს ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. სამხედრო ბაზაზე თვითნებურად შესახლებულებმა მთავრობისგან ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა და მათთვის ბინების გადაცემა მოითხოვეს.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი