რეგიონები
ეთნოგრაფიული მუზეუმი „მაკდონალდსის“ სანაცვლოდ - აქცია ქუთაისში
ქუთაისში საინიციატივო ჯგუფმა - „ქუთაისი მომავლისთვის“ საპროტესტო აქცია გამართა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, „მაკდონალდსის“ ნაცვლად ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მშენებლობის მოთხოვნით. აქციის მონაწილეებმა მუზეუმის გამოსახულებიანი ბანერიც გამოფინეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური წრეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის აზრით, „მაკდონალდსი“ ქალაქის ცენტრში არ უნდა აშენდეს. აქცია ანალოგიური მოთხოვნით 17 იანვარს გაიმართა. მაშინ პროტესტის მონაწილეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდეს, არ გასცენ პროექტის მშენებლობის ნებართვა.
საზოგადოების ნაწილის აზრს არ იზიარებს ქალაქის მერი შოთა მურღულია. მისი თქმით, სოციალური ფონის გამოსწორების გზა ინვესტიციაა.
"ყველამ ემოცია უნდა შეიკავოს და ძალიან მოწიწებით მოეპყრას ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ქალაქში მილიონობით ინვესტიციას ახორციელებს და ხალხს ასაქმებს. სოციალური ფონის გამოსწორების ერთადერთი შესაძლებელობა არის ინვესტიცია. რა თქმა უნდა, ინვესტიცია ყველაფრის სანაცვლოდ არა. ის, რაც გაკეთდება, უნდა იყოს ლამაზი და საზოგადოებისთვის მისაღები. მიუღებლად მიმაჩნია ის გამოსვლები, რომ ინვესტორი თურმე ცუდია", – განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე „მაკდონალდსის“ მშენებლობის პროექტზე ნებართვა ჯერჯერობით გაცემული არ არის, თუმცა, ადგილზე ტერიტორიის შემოღობვითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ასევე ცნობილია, რომ ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე „მაკდონალდსის“ გარდა სასტუმრო და ეკლესია აშენდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


