უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

14 დეკემბერი, 2016 18:15
font-size

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სამცხე-ჯავახეთისა ქვემო ქართლის რეგიონების სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, სტუდენტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში უმასპინძლა.

შეხვედრა ეთნიკურ უმცირესობებში ქართული ჯარის პოპულარიზაციას, ასევე მათთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების ამოცანებზე, ტრანსფორმაციის პროცესსა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლების კუთხით მიმდინარე რეფორმებზე, ქართველი მშვიდობისმყოფელების საერთაშორისო მისიებში მონაწილოებასა და სამხედრო განათლებაზე ინფორმაციის მიწოდებას და ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად, - აცნობეს მედიანიუსს თავდაცვის სამინისტროდან.

გენერალური შტაბის, კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს პრეზენტაციები წარუდგინეს და მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ძირითადი კითხვები კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ჩარიცხვასა და სწავლის პირობებს, სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას და მისიიდან დაბრუნების შემდეგ სამხედროების რეაბილიტაციის პროცესს, გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებისთვის სოციალური დახმარების საკითხსა და შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას შეეხო.

სტუმრებისთვის ქართველი სამხედროების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის შესახებ ფილმის - „ქართველები მსოფლიო მშვიდობისათვის“ ჩვენებაც გაიმართა. ასევე მოეწყო ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობის ამსახველი ფოტოგამოფენა.

ეთნიკურ უმცირესობასთან საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების შეხვედრა თავდაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა.

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი