უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

4 ივნისი, 2025 11:55
font-size

ერთობლივი მუშაობით რთველი ორგანიზებულად ჩატარდება, ხარისხიანი ყურძენი შესაბამისად დაფასებული უნდა იყოს - დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მნიშვნელობაზე, არსებულ მოცემულობაზე და პერსპექტივებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება 2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების საკითხზე გაამახვილა.

„მოგეხსენებათ, ღვინო და ალკოჰოლიანი სასმელი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. დღევანდელი მსოფლიო გამოწვევის ფონზე, როდესაც ღვინოზე მოთხოვნა მცირდება, უნდა გვქონდეს ადეკვატური რეაგირება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრა. საყურადღებოა ხარისხის გაუმჯობესება და კონტროლი, რადგან ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს. მწარმოებლების მიერ წამოყენებული საკითხები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. მხოლოდ და მხოლოდ სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს და მეღვინეების ერთობლივი მუშაობით შევძლებთ რთველის ორგანიზებულად ჩატარებას. თადარიგი თავიდანვე უნდა დავიჭიროთ, რომ ხარისხიანი ყურძენი იყოს შესაბამისად დაფასებული. ორგანიზების ნაწილში, სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ჩართულობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, სახელმწიფოს წელს აქვს განსხვავებული მიდგომა და ხარისხიან და უხარისხო ყურძენს ერთ ფასად აღარ ჩაიბარებს.

„ქართული ღვინის წარმატებისთვის და საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებისთვის აუცილებელია აქცენტი გაკეთდეს ხარისხზე. ღვინო იბადება ვენახში. ყურძნის ხარისხი ერთიორად მნიშვნელოვანია, როდესაც ქართულ ღვინოს წარვადგენთ საერთაშორისო ბაზრებზე; მნიშვნელოვანია ხარისხიანი ყურძნის დაფასება; შესაბამისად, წელს მაღალი და დაბალხარისხიან ყურძნის ფასი განსხვავებული იქნება“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

საუბარი შეეხო სიახლეს ­- 2025 წლის რთველის დროს მოსავლის აღრიცხვა ელექტრონული სასწორის მეშვეობით მოხდება. ყველა ის კომპანია, რომელიც მევენახეებისგან შეისყიდის ყურძენს, ვალდებულია იქონიოს ელექტრონული სასწორი, რომელიც ჩართული იქნება რთველის ერთიან ელექტრონულ ბაზაში. აღნიშნულ ბაზაში ავტომატურად აისახება კომპანიის მიერ შესყიდული ყურძნის რაოდენობა. ელექტრონული სასწორის გამოყენება მონაცემთა აღრიცხვას გაამარტივებს და მეტად დაზუსტებულს გახდის.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 50-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი