რეგიონები
ერთ ღამეში გორში ქურდობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა
გასულ ღამეს გორში ქურდობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთი მათგანი ელექტროტექნიკის მაღაზია იყო.
როგორც მაღაზიის გამყიდველი ყვება, ვიდეოკამერის ჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ შევიდა 5 ადამიანი და 3 ათასი ლარის ტელეფონები წაიღო მათი მაღაზიიდან.
„გაიქცნენ ძალიან სწრაფად მოხდა, უკვე 8-9 წამში დაახლოებით. ვიდეოში ჩანს, რომ ხუთნი იყვნენ და დიდებიც იყვნენ, არა მარტო არასრულწლოვნები. 5-6 ქურდობა იყო რაც ჩვენ გავიგეთ გუშინ ღამე,“ - განაცხადა დაზარალებულმა მარიამ ოდუაშვილმა.
კიდევ ერთი ქურდობა სამშობიარო სახლში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დამნაშავემ შენობაში ფანჯრიდან შეაღწია და ლეპტოპი წაიღო.
„არ ვიცი როგორ და რანაირად მოხდა ყველაფერი. მე მოვედი 11-ის ნახევარზე, დამხვდა ეს მდგომარეობა რასაც უყურებთ. არ ვიცი სხვა არაფერი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ვნახოთ რა იქნება. ლეპტოპია მთავარი ბუღალტრის წაღებული, სადაც ინახებოდა საბუღალტრო მასალა. კლინიკისთვის ეს მატერიალურად არაფერი არ არის, მაგრამ დოკუმენტურად დანაკარგია,“ - განაცხადა დაზარალებულმა ჯუმბერ გოგიაშვილმა.
ორივე შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


