უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

8 მაისი, 2018 16:05
font-size

ეროვნული კინოცენტრი კანის კინობაზრობაზე საქართველოს პავილიონით წელს მეთერთმეტედ იქნება წარმოდგენილი

ეროვნული კინოცენტრი კანის კინობაზრობაზე საქართველოს პავილიონით წელს მეთერთმეტედ იქნება წარმოდგენილი (#105, Village International Riviera).

პავილიონში ინდუსტრიული კუთხით იმუშავებენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - ზურაბ მაღალაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - დავით ვაშაძე, ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი - თამარ ტატიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მენეჯერი - ნინო შერვაშიძე და Creative Europe-ს მედია პროგრამის მენეჯერი - ლევან ლომჯარია.

წელს კანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში „პალმის რტოსთვის" იბრძოლებს საფრანგეთის, საქართველოს და ბელგიის კოპროდუქცია "მზის გოგონები". ფილმის რეჟისორია Eva Husson, ხოლო პროდიუსერები - Didar Domehri, Etienne Comar, ვლადიმერ კაჭარავა, Jospeh Rouschop, Dan Wechsler და Jamal Zeinal Zade. კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმში მონაწილე ქართველი მსახიობებიც გაემგზავრებიან. „მზის გოგონები" პროგრამის „გადაიღე საქართველოში" მხარდაჭერით შეიქმნა.

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ Variety 10 ყველაზე წარმატებული პროდიუსერი დაასახელა, რომელთა ფილმებიც წელს ევროპისა და ამერიკის წამყვან კინოფესტივალებზე მონაწილეობდნენ. Variety-ს სიაში ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელ, სანდენსის, ბერლინალეს და სხვა მნიშვნელოვანი კინოფესტივალის პრიზიორი ფილმების პროდიუსერებს შორის მოხვდა ლაშა ხალვაში - ფილმებისთვის „საშიში დედა" და „ჰორიზონტი". Variety-ს რჩეულ პროდიუსერებს კანის კინოფესტივალის ფარგლებში 14 მაისს Nespresso beach-ზე დააჯილდოვებენ.

კანის კინოფესტივალის რეზიდენციის პროგრამაში Cinefondation მისი ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტის "ნენე” განვითარებაზე იმუშავებს ახალგაზრდა რეჟისორი მარიამ ხაჭვანი. აღსანიშნავია, რომ „ნენემ" აზიური ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალზე MPA Apsa Academy Film Fund-ის ფულადი პრიზი მიიღო.

კანის კინოფესტივალის სექციაში Shoot the Book პირველად შეირჩა ქართული რომანი, რაც 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმრის სტატუსით მონაწილეობას უკავშირდება. აკა მორჩილაძის "obOle" საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე 15 მაისს წარდგება. ქართველი ავტორის ნაწარმოები კანში 10 საუკეთესო რომანს შორის მოხვდა.

საქართველოს სტენდზე არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა დაგეგმილი სანდენსის, სან სებასტიანის, კარლოვი ვარის, ტორონტოს კინოფესტივალების წარმომადგენლებთან. პარალელურად, აქტიურად მოხდება საქართველოს, როგორც გადასაღები ქვეყნის და პროგრამის „გადაიღე საქართველოში" პოპულარიზაცია.

ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით კანის კინოფესტივალზე დამატებითი დაფინანსების მოსაპოვებლად და ერთობლივი წარმოების შესაქმნელად შემდეგი ქართველი პროდიუსერები გაემგზავრებიან:

•რუსუდან ჭყონია პროექტით „ვენეცია"
•ვაკო კირკიტაძე პროექტით „ზამთრის დეპრესია"
•დავით ისაკაძე პროექტით „უარყოფითი რიცხვები"
•კოტე თაყაიშვილი პროექტით „ნინა"
•არჩილ ქავთარაძე პროექტით „პანთეონი"
•ნოდარ ნოზაძე პროექტით „ველი"
•ირაკლი ჩხიკვაძე პროექტით „ომობანა"
•ელენე კოლელიშვილი პროექტით „მამა"

გაიმართება აქტიური შეხვედრები ბელგიელ, ხორვატ და ლიტველ პროდიუსერებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. პირველად ასეთი ფორმატის ღონისძიება ქართველი და უცხოელი პროდიუსერების დაკავშირების ინიციატივით შარშან, კანის კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

14 მაისს კანის კინოფესტივალის სტუმრებისთვის ტრადიციულად გაიმართება ქართული წვეულება, რომელიც წელს ქართული კინოს 110 წლისთავს მიეძღვნება.

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი