მოზაიკა
ეროვნულ გალერეაში გოგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენა გაიმართება
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, 3 ნოემბერს, 18:00 საათზე გოგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენის გახსნა გაიმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება არსისტის მიერ, 50 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები.
გამოფენა 2016 წლის 23 ნოემბრამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ - გოგი ალექსი-მესხიშვილი იყო რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი. 1996 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-ჰემფშირის შტატში დორტმუტის კოლეჯის თეატრალური სცენოგრაფიის კურსს უძღვება, რისთვისაც მიღებული აქვს ხელოვნების ფაკულტეტის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო.
გოგი ალექსი-მესხიშვილს შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე მიღებული აქვს: საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია (,,კავკასიური ცარცის წრე”, 1975წ.); სახალხო მხატვრის წოდება (1981წ.); იგი თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს სახალხო მხატვარი და რუსეთის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრია.
გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრები გამოფენილი იყო მსოფლიოს თეატრების წამყვან სცენებზე. მხატვრის ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს მრავალ გალერეასა თუ კერძო კოლექციაში.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


